Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმება პარლამენტში ოპოზიციის შესვლას და რურუას შეწყალებას


ევროკავშირის წარმომადგენლობა ეხმაურება საქართველოში 27 აპრილს „შარლ მიშელის დოკუმენტიდან" გამომდინარე მიღებულ გადაწყვეტილებებს.

„გულითადად მივესალმებით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად საქართველოს პოლიტიკური ლიდერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ხელმომწერები ოპოზიციური პარტიებიდან დღეს პარლამენტში შევიდნენ და მონაწილეობა მიიღეს საპარლამენტო საქმიანობაში, საქართველოს მოქალაქეების სახელით. მმართველმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად აირჩიეს ახალი სპიკერი და ამზადებენ კანონპროექტს პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის მოსაგვარებლად. საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილებები რათა დახმარებოდა ვალდებულების განხორციელებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ ეს რთული გადაწყვეტილებები იყო, რაც მოითხოვს მნიშვნელოვან პოლიტიკურ სიმამაცეს.

„ჩვენ მოუთმენლად ველით შეთანხმების განხორციელებისთვის შემდგომ ნაბიჯებს, შეთანხმებული ვადების შესაბამისად, საქართველოს დემოკრატიული დღის წესრიგის და კანონის უზენაესობის ასამაღლებლად", - აღნიშნულია განცხადებაში.

ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს პარლამენტის ყველა არჩეულ წევრს შეუერთდნენ შეთანხმებას და მონაწილეობა მიიღონ მის განხორციელებაში.

27 აპრილს ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა. პრეზიდენტმა კი შეიწყალა „მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG