Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 5.7 მილიონამდე ადამიანი


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, ზედიზედ მეცხრე კვირაა იზრდება დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მსოფლიოში აღირიცხა 5.7 მილიონამდე შემთხვევა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 8%-ით მეტია.

ზედიზედ მეექვსე კვირაა იმატებს ლეტალობის მაჩვენებელი. ბოლო ერთ კვირაში COVID-19-ით გარდაიცვალა 87 800-ზე მეტი ადამიანი. წინა კვირასთან შედარებით, მატება 5%-ია.

პორტალ Worldometers-ის სტატისტიკით, რომელიც ქვეყნების ოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება, პანდემიის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 149 მილიონზე მეტი ადამიანი. მათგან გამოჯანმრთელებულია 127 მილიონზე მეტი. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვი 3.1 მილიონს აჭარბებს.

სააგენტო Bloomberg-ის მონაცემებით, 28 აპრილისთვის მსოფლიოს 172 ქვეყანაში გაკეთებულია ვაქცინების მილიარდზე მეტი დოზა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG