Accessibility links

site logo site logo

საქართველოში იმყოფება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი


საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი ჩავა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნობა ადგილზე არსებულ ვითარებას.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი 29 აპრილს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG