Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ფრიდომ ჰაუსი" გამოდის გაფრთხილებით "ანტიდემოკრატიული შებრუნების" თაობაზე ევროპასა და ევრაზიაში


ადამიანის უფლებების სამეთვალყურეო ორგანიზაცია, "ფრიდომ ჰაუსი" გამოდის გაფრთხილებით "ანტიდემოკრატიული შებრუნების" შესახებ ევროპასა და ევრაზიაში და აცხადებს, რომ ბევრ ქვეყანაში არჩეული ლიდერები ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებს ძალაუფლებაში დასარჩენად, და, პარალელურად, აძლიერებენ "ალტერნატიულ ავტორიტარულ მმართველობას".

ვაშინგტონში განთავსებული ორგანიზაციის ყოველწლიური ანგარიში, "ქვეყნები გარდამავალ პროცესში" (Nations In Transit), რომელიც დემოკრატიის მდგომარეობას აფასებს, წელს გამოყოფს უნგრეთსა და პოლონეთს, როგორც ევროკავშირში ყველაზე მძიმე ვითარების მქონე ქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, ბოლო ათწლეულში ორივე ქვეყანაში აღინიშნა "დემოკრატიის შეუდარებელი მოშლა".

ანგარიშის თანახმად, შეფასებული სახელმწიფოების უმრავლესობაში ახლა ვითარება უარესია, ვიდრე 10 წლის წინ იყო. რუსეთი და ბელარუსი მოხსენიებული არიან "კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმების" მქონე ქვეყნებად, რომლებშიც ბოლო წელს რეპრესიები კიდევ უფრო გაძლიერდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG