Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპელმა პარლამენტარებმა დაამტკიცეს ბრექსიტის შემდგომი სავაჭრო შეთანხმება


ევროპის პარლამენტმა დიდი უპირატესობით დაუჭირა მხარი ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის ბრექსიტის შემდგომი სავაჭრო შეთანხმების რატიფიკაციას, რითიც მოიხსნა უკანასკნელი წინაღობა ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის.

ვაჭრობის და თანამშრომლობის შეთანხმებას მიემხრო 660 ევროპელი პარლამენტარი, წინააღმდეგი იყო ხუთი, 32-მა თავი შეიკავა - აცხადებს პარლამენტი 28 აპრილს. საკუთრივ კენჭისყრა წინა დღეს შედგა.

1,000 გვერდისგან შემდგარი ხელშეკრულება ძალაში 1 მაისიდან შევა. ევროკავშირის პარლამენტი ბრიტანეთს აფრთხილებს, რომ მან უნდა უერთგულოს ნაკისრ ვალდებულებებს.

ხელშეკრულება მოიცავს კომერციულ კავშირებს, კონკურენციის წესებს, თევზაობის წესებს და პოლიტიკის, სამართლის, ტრანსპორტის და ენერგიის სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პირობებს.

ამ ნაბიჯით მთავრდება ოთხ წელიწადზე მეტხანს გაგრძელებული მოლაპარაკებები და დებატები, იმ ფონზე, როცა ბრიტანეთმა დაასრულა ევროკავშირის 47-წლიანი წევრობა.

კენჭისყრის შედეგების გამოცხადების შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ტვიტერით დაწერა, რომ ბრიტანეთი ევროკავშირისთვის "მნიშვნელოვან მეგობრად და პარტნიორად" დარჩება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG