Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაჟონილი ჩანაწერის შემდეგ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი განმარტებას აკეთებს


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი ამბობს, რომ მხარს უჭერს "გონივრულ ცვლილებებს" არმიასა და დიპლომატიურ სფეროებს შორის, პირველ განცხადებაში, რომელიც მოჰყვა კამათის საგნად ქცეული აუდიოჩანაწერის გაჟონვას.

ჩანაწერში ზარიფი ამბობს, რომ ირანის არმიას და ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსს (IRGC) ზედმეტად დიდი გავლენა აქვთ დიპლომატიაზე. ჩემი სიტყვების "მთავარი არსი" იყო ის, რომ "ამ ორ ფრთას შორის ურთიერთობაში გონივრული ცვლილებებია საჭიროო" - დაწერა ზარიფმა 28 აპრილს ინსტაგრამზე.

ზარიფი ასევე ხედავს პრიორიტეტების დასახვის საჭიროებას "ლეგალური სტრუქტურების გზით" და უზენაესი ლიდერის ზედამხედველობით.

აუდიოჩანაწერში ზარიფის მიერ გაკეთებული განცხადებები ირანში დისკუსიების მთავარი თემაა მას შემდეგ, რაც ჩანაწერი 25 აპრილს გავრცელდა ირანის გარეთ მოქმედ მედიასაშუალებებში. ჩანაწერს მწვავე რეაქცია მოჰყვა კონსერვატიული მედიის და პოლიტიკოსების მხრიდან.

"ისლამურ რესპუბლიკაში სამხედრო სფერო მეფობს" - ამბობს ზარიფი სამსაათიან ჩანაწერში, რომლიდანაც ციტატებს ნიუ-იორკ ტაიმსი ავრცელებს. "მე დიპლომატია მსხვერპლად შევწირე სამხედრო სფეროს, ნაცვლად იმისა, რომ ეს სფერო მომსახურებოდა დიპლომატიას".

ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ტექსტში ზარიფი გმობს იმ ფაქტს, რომ "დიპლომატიასა და [სამხედრო] სფეროს შორის სინერგიის საჭიროების შესახებ საიდუმლო თეორიული საუბარი ... შიდაპოლიტიკურ ბრძოლად გადაიქცა".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG