Accessibility links

site logo site logo

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სისტემა მზადაა კორონავირუსის მე-3 ტალღისთვის


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზადაა კორონავირუსის მესამე ტალღის გასამკლავებლად. ამის შესახებ მან პარლამენტში "მინისტრის საათის" ფარგლებში ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ინფიცირების შემთხვევების მატების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო გადავიდა როგორც ჰოსპიტალური, ისე პირველადი ჯანდაცვის სექტორის მობილიზაციაზე. ამ ეტაპზე 5,5 ათას საწოლზე მეტია მობილიზებული, რომლის "გეგმაზომიერად გამოყენება" იგეგმება.

"ვადასტურებ, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, მისი საკადრო და ინფრასტრუქტურული რესურსით სათანადოდ არის მომზადებული COVID-19-ის ახალი ტალღის ეფექტურად მართვისთვის", - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, მეორე ტალღის დროს ქვეყანამ რესურსები სწორად მართა და ინფიცირებულთა 60 პროცენტი ბინაზე მკურნალობდა.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა 2020 წლის შემოდგომით დაიწყო. ყოველდღიურად კორონავირუსი რამდენიმე ათას ადამიანს უდასტურდებოდა, გადატვირთული იყო კლინიკები და პაციენტების ერთ ნაწილს რიგში დგომა უწევდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG