Accessibility links

site logo site logo

ნავალნის ახალი ბრალდება წაუყენეს


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ახალი ბრალდება წაუყენა ნავალნის და მისი ფონდის თანამშრომლებს, ლეონიდ ვოლკოვს და ივან ჟდანოვს. ოპოზიციონერის მიმართ წაყენებული მუხლი ისეთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობას და შექმნას ეხება, რომლის საქმიანობა მოქალაქეების მიმართ ძალადობას და მათი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებას უკავშირდება.

საქმე აღიძრა უკვე თებერვალში, მაგრამ მისი არსებობის შესახებ ახლა გახდა ცნობილი. მუხლი ითვალისწინებს პატიმრობას მაქსიმუმ ოთხი წლით.

ალექსეი ნავალნიმ თავის სასამართლოს პროცესზე 29 აპრილს მძაფრი შეფასება მისცა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს და ქვეყნის სასამართლო სისტემას.

ნავალნი პირველად, სამკვირიანი შიმშილობის შემდეგ წარდგა ვიდეო კავშირის გზით სააპელაციო სასამართლოს წინაშე, სადაც იხილებოდა მის მიმართ წაყენებული ბრალდება მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის მიმართ ცილისწამების შესახებ. წინა ინსტანციამ ავალნი დამნაშავედ ცნო.

ნავალნიმ პუტინს უწოდა „შიშველი მეფე“. „ჩვენმა შიშველმა მეფემ მოიპარა გამარჯვების დროშა“ და სურს მისგან საცვალი გააკეთოსო, განაცხადა მან და თქვა, რომ მიმდინარეობს ქვეყნის ოკუპაცია. „გვირგვინი ყურებზე ჩამოუცურდა: ტელევიზიით სიცრუე, ტრილიონობით რუბლია დახარჯული, ქვეყანა სიღარიბეშია, განაცხადა სასამართლოს წინაშე ნავალნიმ, რომლის ემოციური გამოსვლის შემდეგ მოსამართლემ განაცხადა, რომ აპელაცია უარყოფილია.

ნავალნის გამოსვლა მოჰყვა ინფორმაციას, რომ მისი თანაგუნდელების მიერ დახურული იქნა ნავალნის ორგანიზაციის რეგიონული ოფისები, რადგან „შეუძლებელი გახდა მათი საქმიანობა ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების გამო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG