Accessibility links

site logo site logo

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვრის გასწვრივ შეტაკებებს მსხვერპლი მოჰყვა


ყირგიზეთი ბაქთენი, დაპირისპირება ყირგიზებსა და ტაჯიკებს შორის სასაზღვრო არეალში, 2021 წლის 29 აპრილი

ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის შეტაკებები გამძაფრდა ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე სადავო ტერიტორიის გასწვრივ, რის შედეგადაც ამ არასტაბილურ რეგიონში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ყირგიზეთის ხელისუფლებამ 29 აპრილს განაცხადა, რომ ადამიანი, რომელიც წინა დღის შეტაკებებისას დაიჭრა, გარდაიცვალა, რამაც ძალადობა კიდევ უფრო გაამძაფრა.

ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მთლიანობაში, ყირგიზეთის 17 მოქალაქე იყო დაშავებული, რომელთაგან რამდენიმეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები ჰქონდა. ყირგიზეთის სამხრეთის რეგიონის, ბათქენის, პოლიციამ ტაჯიკი მოქალაქეები დაადანაშაულა ესკალაციაში განაცხადა, რომ მათ დაიწყეს სროლა სამხედრო დანაყოფის მხარეს, რომელიც სოფელ ქოქ-თაშში მდებარეობს, თუმცა სროლები, გადმოცემის თანახმად, ტაჯიკეთის მხრიდანაც იყო, ყირგიზული სოფლის, აკ-საის, მახლობლად.

ტაჯიკეთის სასაზღვრო სამსახურმა უარყო ყირგიზეთის განცხადება და თქვა, რომ ყირგიზელი სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ პირველნი, ვინც ცეცხლი გაუხსნა ტაჯიკეთის სასაზღვრო დანაყოფებს წყლის გამანაწილებელი ცენტრის, "გოლოვნოის" მახლობლად, რომელიც იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელზეც ტაჯიკეთის ხელისუფლება იჩემებს იურისდიქციას. ტაჯიკეთის ხელისუფლების თანახმად, 29 აპრილს ტაჯიკეთის ორი მოქალაქე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ერთი დღით ადრე, ტაჯიკეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ტაჯიკეთის შვიდი მოქალაქე დაიჭრა დაპირისპირებისას, მას შემდეგ რაც ადგილობრივმა მოსახლეებმა საზღვრის ორივე მხრიდან ქვები დაუშინეს ერთმანეთს. ტაჯიკეთის მხარემ ასევე განაცხადა, რომ შეტაკებები ყირგიზეთის ოფიციალური პირების მიერ იყო პროვოცირებული, რაც ბიშკეკმა უარყო.

ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ბევრი სასაზღვრო რეგიონი გახდა სადავო 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რასაც უამრავი ინციდენტი მოჰყვა, სისხლიანი დაპირისპირებების ჩათვლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG