Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში ტრაგედიით დასრულდა რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნა


ათეულობით ადამიანი დაიღუპა ისრაელის ჩრდილოეთში, ლაგ ბა-ომერის რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარი მასობრივი ჭყლეტის შედეგად.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მერონის მთაზე ასვლას ვიწრო გასასვლელით ცდილობდა ათასობით ადამიანი, ძირითადად, ორთოდოქსი ებრაელები. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ადამიანს ფეხი დაუცდა და სხვებიც ჩაითრია, ხალხში პანიკა და ჭყლეტა დაიწყო.

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დაღუპულია 38 ადამიანი. გაზეთი Jerusalem Post-ის თანახმად, გარდაცვლილია 44. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მომხდარს უმძიმესი კატასტროფა უწოდა.

მერონის მთაზე დღესასწაულის აღნიშვნა იყო ყველაზე მასშტაბური შეკრება მას შემდეგ, რაც ისრაელმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები გააუქმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG