საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1476 ახალი შემთხვევიდან ნახევარზე მეტი კვლავ თბილისზე მოდის. ქვეყანაში ჩატარებულ ტესტებსა და გამოვლენილ ინფიცირებულთა მაჩვენებელი 5,29 პროცენტია.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:
- თბილისი - 923,
- აჭარა - 107,
- იმერეთი - 90,
- ქვემო ქართლი - 82,
- შიდა ქართლი - 48,
- გურია - 24,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 104,
- კახეთი - 44,
- მცხეთა-მთიანეთი - 47,
- სამცხე-ჯავახეთი - 6,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 310 310 შემთხვევა. მათგან 290 767 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4110 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი