Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვიქტორია ნულანდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე დაამტკიცეს


ვიქტორია ნულანდი პრესკონფერენციაზე კიევში, 2016 წლის აპრილი.
ვიქტორია ნულანდი პრესკონფერენციაზე კიევში, 2016 წლის აპრილი.

აშშ-ის სენატმა ამ ქვეყნის სახელმწიფო მდივნის, პოლიტიკის საკითხებში, მოადგილის თანამდებობაზე დაამტკიცა ვიქტორია ნულანდი.

სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკერმა თავის ტვიტში სიხარული გამოხატა ფაქტის გამო და დაწერა, რომ ნულანდის მდიდარი გამოცდილება „ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის და დეპარტამენტისთვის“, როცა უნდა გავატაროთ ამერიკელი ხალხისთვის სარგებლის მომცემი საგარეო პოლიტიკა, წერს ბლინკენი.

ნულანდი აშშ-ის ელჩი იყო ნატოში 2005-2008 წლებში ჯორჯ ბუში უმცროსის პრეზიდენტობის დროს.

ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენლად მუშაობდა, ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას შემდეგ კი, 2013 წელს, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გახდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში. ნულანდი აქტიური იყო 2014 წელს უკრაინის მოვლენებში, როცა ის შეხვდა პროდასავლურად განწყობილ დემონსტრანტებს კიევში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG