Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კონფლიქტი უკრაინაში: სააღდგომო ზავზე შეთანხმება ვერ მოხერხდა


აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებაზე ვერ მოხერხდა ზავზე შეთანხმება ამ კვირის ბოლოს, მართლმადიდებლური აღდგომის წინ, წლის დასაწყისიდან საბრძოლო მოქმედებების გამწვავების ფონზე. შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ივლისში დაიდო, იშლება, და ხშირდება სისხლიანი შეტაკებები უკრაინის ძალებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებს შორის ომში, რომელმაც 2014 წლის აპრილის შემდეგ, 13 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.

უკანასკნელი კვირების მანძილზე რუსული ჯარების რაოდენობის ზრდამ უკრაინის საზღვართან ახლოს და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, გაზარდა შეშფოთება კონფლიქტის ესკალაციის თაობაზე კიევისა და მისი დასავლელი მხარდამჭერების მხრიდან, მაგრამ მოსკოვმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ჯარების რაღაც ნაწილი გაჰყავს.

სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის TCG-ის შეხვედრის მონაწილეებმა, რომელიც მოიცავს უკრაინას, რუსეთსა და ეუთოს, დაადასტურეს თავიანთი ერთგულება ცეცხლის შეწყვეტის მიმართ, განაცხადა 29 აპრილს ჰაიდი გრაუმ, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის საგანგებო წარმომადგენელმა უკრაინაში.

"თუმცა, სამწუხაროდ, შეთანხმება ვერ შედგა TCG-ის განცხადებაზე ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებზე რეაგირებისა და მომავალში მათი აღმოფხვრის შესახებ", დასძინა მან.

ინტერფაქს-უკრაინას მოჰყავს უკრაინის დელეგაციის პრესმდივნის, ოლექსი არესტოვიჩის სიტყვები, რომელმაც განაცხადა, რომ ექვსსაათიანი მოლაპარაკებები "აღდგომის ზავის" თაობაზე "კონსტრუქციული" იყო, თუმცა საბოლოო ტექსტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

რუსეთის წარმომადგენელმა, ბორის გრიზლოვმა, უკრაინული მხარე დაადანაშაულა და ინტერფაქსს განუცხადა, რომ კიევმა "დაბლოკა რუსეთის წინადადებები სპეციფიური მექანიზმების შესახებ, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის დარღვევების თავიდან ასაცილებლად იყო შემუშავებული".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG