Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვართან დაძაბულობის ფონზე ჯარების გაყვანის გარშემო შეთანხმება შედგა


ყირგიზეთი და ტაჯიკეთი შეთანხმდნენ, რომ გაიყვანენ ჯარებს სადაო სასაზღვრო არეალიდან, სადაც ორ ქვეყანას შორის ბოლო სამ ათწლეულში ყველაზე სისხლიან შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 40 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.

1 მაისს გამართულ შეხვედრის დროს ორივე ქვეყნის უშიშროების სამსახურების ხელმძღვანელები შეთანხმდნენ ჯარების გაყვანის გარშემო. განცხადება გაკეთდა მას მერე, რაც ორი ქვეყნის დელეგაციები ერთმანეთს შეხვდნენ ყირგიზეთის პრეზიდენტის, სადირ ჟაპაროვის და მისი ტაჯიკი კოლეგის, იმომალი რაჰმონის სატელეფონო საუბარი შედგა.

ვითარება არეალში დაძაბული რჩება.

ყირგიზულ მხარეს მყოფმა, რადიო თავისუფლების რეპორტიორებმა გვამცნეს, რომ გაიგონეს სროლის ხმა და დაინახეს, როგორ გადაკეტეს ტაჯიკურმა ძალებმა ყირგიზეთის ორი რაიონის შემაკავშირებელი გზა. ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, დაინახეს როგორ გადაადგილდებოდა საზღვრის მიმართულებით ტაჯიკეთის სამხედრო ტექნიკა მას მერე, რაც 29 აპრილს ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა.

ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურმა ბრალად დასდო ტაჯიკურ ძალებს, რომ მან ცეცხლი გაუხსნა დასახლებულ არეალს, საიდანაც ადრე ხალხი ევაკუირებულ იქნა.

ტაჯიკურმა მხარემ უარყო ცეცხლის გახსნა და ის ფაქტიც, რომ მისმა ძალებმა გზა გადაკეტეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG