Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 509 ადამიანს, 12 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 12 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 7476 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 509 შემთხვევა. კვირა დღეს, როგორც წესი, ტესტირების მაჩვენებელი მცირდება. პარასკევთან და შაბათთან შედარებით, დაახლოებით 2-3-ჯერ ნაკლები ტესტი გაკეთდა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 6.81%;
  • ბოლო 7 დღის - 5.6%;
  • ბოლო 14 დღის - 5%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1200-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 312 954 შემთხვევა. მათგან 294 252 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4163 ადამიანი.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა მაისში:

1 მაისი - ახალი შეთხვევა 1147(ტესტი 20129). გარდაცვლილი 20;

2 მაისი - ახალი შემთხვევა 988(ტესტი 13752). გარდაცვლილი 21;

3 მაისი - ახალი შემთხვევა 509(ტესტი 7476). გარდაცვლილი 12.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG