Accessibility links

site logo site logo

63 ქვეყნის 250-ზე მეტმა ჟურნალისტმა გამოუხატა მხარდაჭერა რუსეთის დამოუკიდებელ მედიას


DOXA-ს ჟურნალისტები არამიანი, ტიშკევიჩი და გუტნიკოვა სასამართლოში

63 ქვეყნის 250-ზე მეტმა ჟურნალისტმა გამოუხატა მხარდაჭერა რუსეთის გამოცემა „ვაჟნიე ისტორიისა“ და DOXA-ს, ასევე გამოცემა „მედუზას“, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ „უცხოეთის აგენტების“ სიაში შეიყვანა.

ჟურნალისტთა ღია წერილი გამოქვეყნებულია სტუდენტურ ჟურნალ DOXA-ს საიტზე. ამ გამოცემის ოთხი რედაქტორი ახლახან სისხლის სამართლის საქმეში ეჭვმიტანილებად გამოაცხადეს. პუბლიკაცია პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ეძღვნება.

წერილში ნახსენებია „ვაჟნიე ისტორიის“ მთავარი რედაქტორის, რომან ანინის ბინაში ჩატარებული ჩხრეკა და სისხლის სამართლის საქმე, რომელიც, დოკუმენტის ავტორთა თანახმად, აღიძრა იმისთვის, რომ, ხელი შეეშალოს ჟურნალისტის გამოძიებებს. წერილში საუბარია ასევე DOXA-ს რედაქტორების, არმენ არამიანის, ნატალია ტიშკევიჩის, ვლადიმირ მეტიოლკინისა და ალა გუტნიკოვას სამართლებრივ დევნაზე და „მედუზის“ მიჩნევაზე „უცხოეთის აგენტად“.

„ეს სტატუსი, რომელიც რუსეთის კანონმდებლობამ ახლახან შემოიღო, გამოცემას უყენებს მოთხოვნებს, რომლების შესრულებაც შეუძლებელია. მათ შეუსრულებლობას კი შეიძლება მოჰყვეს უზარმაზარი ჯარიმები, საიტის დაბლოკვა და მისი ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა,“ ნათქვამია წერილში.

წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ კრემლი ცდილობს, ჩააჩუმოს დამოუკიდებელი მედია და რუსეთის მოქალაქეებს მართალ ინფორმაციაზე წვდომა მოუსპოს. ისინი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეასრულოს სიტყვის თავისუფლების დაცვის სფეროში ნაკისრი ვალდებულებები.

წერილს ხელს აწერენ ისეთი გამოცემების ჟურნალისტები, როგორებიცაა The Guardian, The Washington Post, Le Monde, Süddeutsche Zeitung, Reuters, Deutsche Welle და სხვ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG