Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პოლიციამ მიაგნო ბავშვთა პორნოგრაფიის მასშტაბურ საერთაშორისო საიტს


გერმანიის პოლიციამ მიაგნო ე.წ. "დარკნეტში" განთავსებულ, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს ბავშვთა პორნოგრაფიის ვებსაიტს, რომელსაც 400,000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავდა.

პროკურორებმა 3 მაისს გამოაცხადეს, რომ ამ პლატფორმასთან კავშირის გამო აპრილის შუა რიცხვებში დააპატიმრეს 40-დან 64 წლამდე ასაკის ოთხი პირი. გერმანია ასევე ითხოვს ექსტრადიციას ერთი ეჭვმიტანილისა, რომელიც პარაგვაიში დააპატიმრეს. ეჭვმიტანილთა სახელებს არ აკონკრეტებენ, პირადი ცხოვრების დაცვის გერმანული კანონების თანახმად. საქმესთან დაკავშირებით გერმანიაში შვიდ შენობაზე განხორციელდა რეიდი.

განცხადების თანახმად, გერმანიის პოლიცია რამდენიმე თვის განმავლობაში იძიებდა პლატფორმას, მის ადმინისტრატორებს და მომხმარებლებს. გამოძიებაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის საპოლიციო სააგენტო, ევროპოლი და ჰოლანდიის, შვედეთის, ავსტრალიის, აშშ-ის და კანადის სამართალდამცავი ორგანოები.

პოლიციის თანახმად, ეს იყო "დარკნეტში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბავშვთა პორნოგრაფიის პლატფორმა", რომელიც სულ მცირე 2019 წლიდან იყო მოქმედებაში. პედოფილები მას მთელი მსოფლიოდან იყენებდნენ ბავშვების პორნოგრაფიის ამსახველი მასალების საყურებლად და გასაცვლელად. პოლიცია ამბობს, რომ ფოტო და ვიდეომასალაში აღმოჩენილია მცირეწლოვან ბავშვებზე მძიმე სექსუალური ძალადობის ამსახველი იმიჯები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG