Accessibility links

site logo site logo

ინდოეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 20 მილიონს გადააჭარბა


4 მაისის მონაცემებით ინდოეთში 20 მილიონს გადააჭარბა კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში დაინფიცირებულთა რაოდენობამ, რომელიც ბოლო თვის განმავლობაში მკვეთრად მატულობს. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში წუხელ კორონავირუსის 357 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ასევე გაიზარდა და უკვე 200 000-ს აჭარებებს კორონავირუსის პანდემიის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა.
ამ ფონზე ქვეყანა კვლავ მწვავედ განიცდის საავადმყოფო საწოლების, ჟანგბადის ბალონებისა და მედიკამენტების ნაკლებობას.

ეპიდვითარების გაუარესებას ინდოეთში ექსპერტები უკავშირებენ ხელისუფლების მიერ შეზღუდვების გაუქმებას, რასაც შედეგად მოჰყვა ინდუისტურ ფესტივალებსა და ასევე პოლიტიკურ ღონისძიებებზე მოსახლეობის მასობრივი თავშეყრა.
წამყვანი ამერიკელი ექსპერტები შიშობენ, რომ კორონავირუსის გავრცელების შედეგი „საგანგაშო“ იქნება ქვეყანაში, სადაც 1,4 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG