Accessibility links

site logo site logo

ავღანეთში წყალდიდობას მინიმუმ 29 ადამიანი ემსხვეპლა


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, კოკისპირული წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად მინიმუმ 29 ადამიანი დაიღუპა და ასობით სახლი დაინგრა ორ პროვინციაში.

ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე პროვინცია ჰერათში მინიმუმ 22 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც ადრასკანისა და ობეს ოლქებს წყალდიდობა დაატყდა თავს 3 მაისს. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორის წარმომადგენელმა განაცხადა 4 მაისს. დაღუპულთა შორის არიან ქალები და ბავშვები. წყალდიდობამ დააზარალა კაროხის ოლქიც, მაგრამ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

ხელისუფლების თქმით, ჰერათის მეზობელ პროვინცია ღორში, საღარისა და შაჰრაკის ოლქებში, წყალდიდობის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. დაინგრა 150-მდე სახლი. ადგილებზე მუშაობენ საგანგებო ვითარების სამსახურები.

სეზონური წყალდიდობები მთელი ქვეყნის მასშტაბით ქმნის ხოლმე პრობლემებს. შარშან აგვისტოში ავღანეთის 13 პროვინციაში მომხდარ წყალდიდობას 150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG