Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენის მიზანია 4 ივლისისთვის აშშ-ის მოსახლეობის 70%-ს ერთი აცრა მაინც ჰქონდეს გაკეთებული


ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სამშაბათს განაცხადა, რომ მისი ახალი მიზანია 4 ივლისისთვის ამერიკის მოსახლეობის 70 პროცენტს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა მაინც ჰქონდეს გაკეთებული. ამას გარდა, პრეზიდენტი, რომელმაც პანდემიის დაძლევა თავისი ადმინისტრაციის პრიორიტეტად აქცია, მიზნად ისახავს ასევე, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისთვის, 4 ივლისისთვის სრულად იყოს აცრილი 160 მილიონი ზრდასრული ადამიანი.

”თუ ამ მიზნისკენ პროგრესს მივაღწევთ, უფრო მეტი ამერიკელი იქნება დაცული კორონავირუსისგან ... და ამერიკა გადადგამს მნიშვნელოვან ნაბიჯს ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებაში“, - განაცხადა ადმინისტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან ტელეკონფერენციის დროს.

”რა თქმა უნდა, ამერიკელებს ვაქცინაცია შეუძლიათ 4 ივლისის შემდეგაც, მაგრამ დაგვიანება არასასურველია. მოდით ვცადოთ 70% -იანი ნიშნულის მონიშვნა ამ თარიღამდე, ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით”, - თქვა ჯო ბაიდენმა. მან მოსახლეობას გააქტიურებისკენ მოუწოდა.

ბაიდენის თანახმად, მინიმუმ 150 მილიონმა ამერიკელმა მოზრდილმა მიიღო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა. ვაქცინაციის პროგრამის ახალი ეტაპი კი შეეხება 12-დან 15 წლამდე მოზარდებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციის თანახმად, ამჟამად აშშ-ში ვაქცინაცია სრულად აქვს გაკეთებული 105 მილიონ მოქალაქეს, 147 მილიონი მოქალაქე კი ერთჯერადაა აცრილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG