Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 2 171 ადამიანს, 24 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 24 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 27 648 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2171 შემთხვევა. 5 იანვრის შემდეგ ეს შემთხვევატა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დადებითობის მაჩვენებელია:

დღიური - 7.85%;

ბოლო 7 დღის - 6.27%;

ბოლო 14 დღის - 5.33%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1074-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 315 913 შემთხვევა. მათგან 296 532 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4 207 ადამიანი.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა მაისში:

1 მაისი - ახალი შემთხვევა 1147(ტესტი 20129). გარდაცვლილი 20;

2 მაისი - ახალი შემთხვევა 988(ტესტი 13752). გარდაცვლილი 21;

3 მაისი - ახალი შემთხვევა 509(ტესტი 7476). გარდაცვლილი 12;

4 მაისი - ახალი შემთხვევა 788(ტესტი 9790). გარდაცვლილი 20.

5 მაისი- ახალი შემთხვევა 2171(ტესტი 27 648). გარდაცვლილი 24.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG