Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოლიდარობის ნიშნად ბლინკენი უკრაინას ეწვევა, რუსეთის ჯარების გადაადგილების შემდეგ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 5 მაისს უკრაინას ეწვევა, მხარდაჭერის გამოხატვის ნიშნად, მას შემდეგ, რაც გასულ თვეში რუსეთმა სასაზღვრო რეგიონებთან და ყირიმში ჯერ სამხედროთა რაოდენობა გაზარდა და შემდეგ ისინი უკან გაიწვია.

ბლინკენის ვიზიტი წარმოადგენს ნიშანს აშშ-ის მხრიდან სტაბილური მხარდაჭერისა უკრაინის "სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის მიმდინარე აგრესიის ფონზე" - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, ნედ პრაისი განცხადებაში.

უკრაინის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ საზღვრებთან და მოსკოვის მიერ 2014 წელს დაკავებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდამ ესკალაციის შესახებ შეშფოთება გამოიწვია კიევში, ბრიუსელში და ვაშინგტონში. მოსკოვმა 23 აპრილს გამოაცხადა, რომ ჯარები უკან გაყავს, გასულ კვირაში კი რუსეთის არმიამ თქვა, რომ მისი სამხედროების უმეტესობა მუდმივ ბაზებს დაუბრუნდა.

ევროპაში აშშ-ის წამყვანმა დიპლომატმა, ფილიპ რიკერმა გასულ კვირაში ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ გააგრძელებს სიტუაციაზე დაკვირვებას.

ბლინკენი შეხვედრას გამართავს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ასევე გამოვა მოწოდებით გაძლიერდეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა - რასაც უკრაინისგან დიდი ხანია ითხოვენ მისი დასავლელი პარტნიორები, თქვა პრაისმა. კორუფციის შესახებ შეშფოთება, განსაკუთრებით უკრაინის ენერგეტიკის სექტორში, მიმდინარე კვირაში გაძლიერდა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ შეცვალა უკრაინის ნავთობის და გაზის სახელმწიფო კომპანიის, ნაფტოგაზის საბჭო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG