Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გომელაური: ყველაზე მძიმე მუხლი მელიას აქვს წაყენებული... უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?!


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ "ამნისტიის კანონი" ყველა ბრალდებულ პირს უნდა შეეხოს. მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გათავისუფლდება, სხვა ყველა პირიც უნდა გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან.

"მე არ ვთვლი, რომ ეს უსამართლოა, რადგან პოლიციელებსაც ეხება, არა იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ. ასე შევხედოთ, ყველაზე მძიმე მუხლი ნიკა მელიას აქვს წაყენებული, თუ მას უნდა შეეხოს ამნისტია, უფრო მსუბუქ მუხლებს რატომ არ უნდა შეეხოს?! - კითხვას ვსვამ... მე ვთვლი, რომ სამართლიანია, თუ უფრო მძიმე მუხლი მაქვს წაყენებული, ბუნებრივია, ვისაც მსუბუქი მუხლი აქვს წაყენებული, იმასაც უნდა შეეხოს", - თქვა გომელაურმა.

2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი კანონია დარეგისტრირებული. ოპოზიციის შემუშავებული კანონპროექტი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს ყველა იმ პირს, ვის მიმართაც სისხლის სამართლის საქმის წარმოებაა დაწყებული. მმართველი გუნდის კანონპროექტით, პასუხისმგებლობისგან გასათავისუფლებლად არ არის საჭირო დაზარალებულის თანხმობა და ვრცელდება სისხლის სამართლის კოდექსის ყველა მუხლზე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG