Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატებმა გერმანიაში საჩივარი შეიტანეს ბელარუსების სახელით, რომლებიც ლუკაშენკას წამებაში ადანაშაულებენ


ადვოკატებმა გერმანიაში საჩივარი შეიტანეს ბელარუსის 10 მოქალაქის სახელით, რომლებიც აცხადებენ, რომ ავტორიტარმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ჩაიდინა კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.

"წამების მსხვერპლთა" სახელით მოქმედებისას, ადვოკატებმა 5 მაისს განაცხადეს, რომ საჩივარი წარუდგინეს ფედერალურ პროკურორებს გერმანიის ქალაქ კარლსრუეში და ის ეხება ლუკაშენკას და "ბელარუსის უსაფრთხოების უწყებების სხვა წარმომადგენლებს".

ადვოკატები აცხადებენ, რომ ბელარუსში არც ლუკაშენკას და არც მისი უსაფრთხოების უწყებების წარმომადგენლებს არ ემუქრებათ სამართლებრივი შედეგები ძალის გადაჭარბების და დაპატიმრებული მოქალაქეების წამების გამო. ამდენად, ისინი გერმანიას მოუწოდებენ, ჩაატაროს დამოუკიდებელი გამოძიება ამ დანაშაულების შესახებ ინფორმაციის გარშემო.

ადვოკატები ეყრდნობიან ე.წ. უნივერსალურ იურისპრუდენციას, რომელიც შესაძლებელს ხდის სისხლისსამართლებრივ დევნას საერთაშორისო სამართლის დამრღვევი დანაშაულებისთვის, მაშინაც კი, თუკი ისინი სხვა ქვეყნებშია ჩადენილი.

"მთლიანობაში, მთავრობის მოქმედებას მხოლოდ სასტიკი შეიძლება ეწოდოს", - ამბობენ ადვოკატები განცხადებაში.

66 წლის ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, დიდი უპირატესობით გამარჯვებულად გამოცხადდა 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში - რასაც მოჰყვა თითქმის ყოველდღიური საპროტესტო გამოსვლები მისი გადადგომის და ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნებით.

ოპოზიცია აცხადებს, რომ კენჭისყრა გაყალბდა. დასავლეთი უარს ამბობს ლუკაშენკას აღიარებაზე ბელარუსის ლეგიტიმურ ლიდერად.

უსაფრთხოების ძალებმა ძლიერი ზეწოლა განახორციელეს დემონსტრანტებზე, დააკავეს ათასობით პირი, მათ შორის ჟურნალისტები, წამყვანი ოპოზიციონერების დიდი ნაწილი ქვეყნიდან განდევნეს.

ძალადობას ემსხვერპლა რამდენიმე დემონსტრანტი. უფლებადამცველი ორგანიზაციების თქმით, არსებობს სანდო მტკიცებულებები, რომ დაკავებულების ნაწილი ციხეებში აწამეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG