Accessibility links

site logo site logo

მთავრობა ტურიზმის სფეროში დასაქმებულების აცრაზე ფიქრობს


მთავრობა ქართული ტურიზმის წარმომადგენლებს და ამ სფეროში დასაქმებულებს ვაქცინაციის ინდივიდუალურ პროგრამას სთავაზობს. აცრა ნებაყოფლობითია, თუმცა მთავრობა, მათ ვინც ამ შეთავაზებას დასთანხმდება, სარგებელს ჰპირდება.

ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი გადაწყვეტილა, მაგრამ საუბარია პლატფორმაზე, სადაც უსაფრთხო რესტორნების, სასტუმროების, სააგენტოების ნუსხა გამოქვეყნდება. უსაფრთხოდ ჩაითვლება ის ობიექტები, რომელთა თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილი ვაქცინას გაიკეთებს. ამ ეტაპზე არც ის არის განსაზღვრული თანამშრომლების კერძოდ რა პროცენტი უნდა იყოს აცრილი.

ჩვენ ვსაუბრობდით, როგორ გავაკეთოთ ეს პროცედურა სწრაფად და კომფორტულად, რადგან ტურისტული სეზონი უკვე მოსულია. საერთაშორისო ტურისტები ეძებენ ქვეყნებს, სადაც სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრია უსაფრთხოა. საქართველო სწორედ ასეთი ქვეყანა იქნება და ამის შესახებ ყველა შეიტყობს“, - განაცხადა დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის სფეროს წამომადგენლებს შეხვედრის შემდეგ.

მინისტრის თქმით, ვაქცინაციის პუნქტები რეგიონებში, უშუალოდ ტურისტული ობიექტების სიახლოვეს მოეწყობა. შესაძლოა აცრის საშუალება მიეცეთ არა მხოლოდ ამა თუ იმ ობიექტის თანამშრომლებს, არამედ მათი ოჯახების წევრებსაც. საუბარია სამ ვაქცინაზე: „ასტრაზენეკა“, „სინოფარმი“ და „სინოვაკი“.

„შეგვიძია ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის დაფარვა... ჩვენ დღეს გვაქვს ორი სახის ვაქცინა: „ასტრაზენეკა“, რომელიც 55 წელს ზემოთ ადამიანებისთვის არის რეკომენდირებული დასინოფარმი“ - ახალგაზრდებისთვის, 18 წლის და ზევით, ასევესინოვაკიც“, რომელიც მალე დაგვემატება. არის საუბარი დამატებითი დოზების მობილიზებაზე, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაველოდოთ სხვა დოზებს, დაგაგვიანდება უბრალოდ. არც ეპიდემია გვაძლევს ამის საშუალებას და არც ბიზნესის ინტერესები“, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი ნატა კვაჭანტირაძე იზიარებს მთავრობის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ტურისტებს მართლაც მიიზიდავს ინფორმაცია უსაფრთხო სასტუმროებისა და რესტორნების შესახებ.

კერძო სექტორიც აგვყვება, მარკეტინგული კამპანია იქნება, ფასდაკლებების აქცია თუ რამე სხვა უპირატესობა, ამაზე ერთად უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა, თავის მხრივ, ეკონომიკის მინისტრმა.

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ თანამშრომლების აცრა კარგია, მაგრამ არასაკმარისია იმისთვის, რომ პანდემიისგან დაზარალებული ბიზნესი ფეხზე წამოდგეს.

„თუ 9 საათის მერე კომენდანტი საათი არ მოიხსნა და შაბათ-კვირას რესტორნები ისევ დახურული დარჩა, აზრი აღარ ექნება აიცრება თანამშრომელი თუ არა. ის სამსახურს დაკარგავს, არსებობას ვეღარ შევძლებთ“, - ამბობს ის.

დღეს ეს ყველაზე მეტად გვაწუხებს“, - დაადასტურა სასტუმრო „ადამოს“ გენერალურმა მენეჯერმა მაია მახათაძემაც.

ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ეს საკითხი მთავრობის წინაშეც დააყენეს, თუმცა კონკრეტული პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით არ მიუღიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG