Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადამ „ფაიზერის“ ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენება დაუშვა


კანადამ „ფაიზერის“ ვაქცინას 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენებისთვის ავტორიზაცია მისცა. BBC-ის თანახმად, ეს პირველი ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ამ პრეპარატის გამოყენება დასაშვებად ცნო აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში. მედიის ცნობით, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა გადაწყვეტილება ვაქცინიის კლინიკური ცდების მესამე ფაზის შედეგებზე დაყრდნობით მიიღო.

„დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში“, - განმარტა სამინისტროს მრჩეველმა.

კანადას ფაიზერის ვაქცინა 16 წლის ზემოთ ადამიანებისთვის უკვე ავტორიზებული აქვს.

ალბერტას პროვინციაში, სადაც კორონავირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდების ვაქცინაცია ორშაბათიდან დაიწყება.

კანადაში კოვიდ-19-ის 1 257 000 დადასტურებულ შემთხვევაზე მეტია აღრიცხული, მათგან აქტიურია 81 600-ზე მეტი. დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 20% 19 წლამდე ასაკისაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG