Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ უარყო რადიო თავისუფლების კორესპონდენტის გასაჩივრება „უცხოეთის აგენტად“ მიჩნევის წინააღდეგ


სასამარლო პროცესი ფსკოვში
სასამარლო პროცესი ფსკოვში

რუსეთის ქალაქ ფსკოვის საქალაქო სასამართლომ უარყო რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების კორესპონდენტის აპელაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა, „უცხოეთის აგენტების“ საეჭვო რეესტრში, მისი შეყვანის წინააღმდეგ.

ფსკოვის სასამართლომ დაადგინა, რომ, სავიცკაიას შეყვანა სიაში კანონიერი იყო. სავიცკაიას ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებენ.

სავიცკაია და კიდევ ოთხი პირი, მათ შორის" რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, სერგეი მარკელოვი, „უცხოელი აგენტების“ სიაში შეიყვანეს შარშან დეკემბერში.

სასამართლოზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა დამამტკიცებელ საბუთად მოიტანა სტატია, რომელიც სავიცკაიამ გამოაქვეყნა ანტისამთავრობო დემონსტრაციების, რუსეთის ციხეებში წამების და ციხეებთან ელექტროკომუნიკაციების ბლოკირების შესახებ. წარმოადგენილი იყო სხვა მასალებიც - მხოლოდ „სამსახურებობრივი სარგებლობისთვის“- რომელთა გაცნობის საშუალება სავიცკაის და მის დაცვას არ მისცეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG