Accessibility links

site logo site logo

თალიბანის მებრძოლებმა ავღანეთში ხელთ იგდეს ქვეყნის სიდიდით მეორე კაშხალი


დაჰლას კაშხალი

დაჯგუფება თალიბანის მებრძოლება ხელთ იგდეს ქვეყნის სიდიდით მეორე წყალსაცავის კაშხალი მას შემდეგ, რაც უფრო ადრე ბრძოლით დაიკავეს ავღანეთის არმიის ორი სამხედრო ობიექტი.

ყანდაარში მდებარე დაჰლას კაშხალი, რომელიც ცნობილია ასევე არგანდაბის სახელით, პროვინციის დედაქალაქიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და სასმელი და სარწყავი წყლით ამარაგებს მთელი პროვინციის სოფლებსა და ქალაქ ყნდაარს, რომელსაც მრავალთვიანი გააფთრებული ბრძოლების შემდეგ თალიბები აკონტროლებენ.

დაჰლას კაშხალზე კონტორლის დაწესების შესახებ ჟურნალისტებს დაუდასტურა თალიბანის წარმომადგენელმა ყარი იუსუ აჰმადიმ.

ინფორმაცია დაადასტურა კაშახლის მიმდებარე, ყანდაარის შაჰ ვალი კოტას რაიონის ხელმძღვანელმა ჰაჯი გულბუდდინმა. მის თქმით, რაიონის „უშიშროების ძალებმა დახმარება მოითხოვეს, მაგრამ ის ვერ მიიღეს“.

ავღანეთის ოფიციალური პირების თანახმად, თალიბანის მეომრებმა დაიკავეს ამ ქვეყნის ჩრდილოეთის ერთი რაიონი მთავრობის ძალებთან რამდენიმე საათიანი ბრძოლის შედეგად, ქვეყანაში ძალადობის გახშირების ფონზე, როცა აშშ-ს გაჰყავს თავისი ჯარი ომით განადგურებული ქვეყნიდან.

თალიბებმა დაიკავეს ბაღლანის რაიონი მას მერე, რაც მთავრობის ძალები იძულებული იყვნენ უკან დაეხიათ ტექნიკის უქონლობის გამო, უთხრა რადიო თავისუფლებას რაიონის მეთაურმა, მოჰამად შირზადმა.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, თალიბებმა ბრძოლაში ბევრი მეომარი დაკარგეს. ცნობით, უშიშროების ძალების ათი წარმომადგენელი მოკლეს და 16 ტყვედ ჩაიგდეს თალიბებმა.

პროვინციის სხვა არეალში თალიბებმა ხელში ჩაიგდეს სახელმწიფო არმიის საყრდენი პუნქტი.

აშშ-მა არ დაიცვა წინა ადმინისტრაციის და თალიბანის შეთანხმების პირობა უცხოეთის ჯარების გაყვანის შესახებ, მაგრამ 1 მაისს დაიწყო ჯარების გაყვანა, რაც, პრეზიდენტ ბაიდენის თანახმად, 11 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. ეს გადაწყვეტილება ბევრმა გააკრიტიკა და თვლიან, რომ თალიბანი ხელისუფლებას კვლავ ჩაიგდებს ხელში ავღანეთში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG