Accessibility links

site logo site logo

თურქმენეთში ომის ვეტერანებს აიძულებენ ფულის დადებას პრეზიდენტის საჩუქრების შესაძენად


თურქმენეთში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს დაავალეს დადონ ფული იმ საჩუქრებზე, რომლებსაც 9 მაისის დღესასწაულზე მათვე გადასცემს ქვეყნის პრეზიდენტი, გურბანგული ბერდიმუხამედოვი.

რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისგან ფული შეაგროვეს ფარაპის რაიონში. თუ რა თანხა შეგროვდა უცნობია, მაგრამ გასულ წელს ლებაპის ოლქში მცხოვრები ვეტერანები იძულებული გახდენ საჩუქრებში გადაეხადათ 1000 მანათი ($286).

ხელისუფლება არ აზუტებს, თუ რა სახის მატერიალურ და ფულად საჩუქარს მიიღებენ ვეტერანები მიმდინარე წლის 9 მაისს. წინა წლებში თურქმენეთში მცხოვრებ ომის ყველა ვეტერანს 9 მაისს დაურიგეს 200 მანათი ($57).

თურქმენეთში ასეთი პრაქტიკა მეორე წელია არსებობს. ქვეყნის მოსახლეობას ხელისუფლება ავალებს შეაგროვოს ფული პრეზიდენტის პორტრეტებისა და წიგნების შესაძენად, ძაღლების თავშესაფრის ასაგებად და ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო სადეზინფექციო საშუალებებისა და სამედიცინო არჭურვილობის შესაძენად. მიუხედავად იმისა, რომ თურქმენთის ხელისუფლება ოფიციალურად დღემდე არ აღიარებს ქვეყანაში პანდემიის არსებობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG