Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ოპოზიციის ნაწილს


სალომე სამადაშვილი, სალომე ზურაბიშვილი.
სალომე სამადაშვილი, სალომე ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.

პრეზიდენტმა ინდივიდუალური შეხვედრა გამართა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძესთან.

სახელმწიფოს მეთაური შეხვდა პარლამენტის წევრ სალომე სამადაშვილს.

ზურაბიშვილმა მიიღო პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი.

ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ზურაბიშვილთან ინდივიდუალური შეხვედრა ასევე გამართა „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ.

პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ „ლელო"-ს წარმომადგენლები - დავით უსუფაშვილი და კახა კოჟორიძე.

XS
SM
MD
LG