Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რიონის ხეობის მცველების" დასახმარებლად „ფეისბუკზე" საჯარო ჯგუფი შექმნეს


თბილისი არის თანადგომა" - ასე ჰქვია „ფეისბუკზე" შექმნილ საჯარო ჯგუფს, რომლის მიზანი არის ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ თბილისში დაგეგმილი აქციების მხარდაჭერა. ჯგუფის მოდერატოტრები თბილისის მცხოვრებლებს სთავაზობენ, აქ განათავსონ განცხადებები, როგორ შეუძლიათ დაეხმარონ „რიონის ხეობის მცველებს".

23 მაისს თბილისში გაიმართება აქცია #არანამოხვანჰესს. „ამ დღესთან დაკავშირებით უამრავი ადამიანი აპირებს თბილისში ჩამოსვლას საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან. ვფიქრობ, საქართველოს დამოუკიდებელობის ისტორიაში შეგვიძლია უპრეცედენტო და სამაგალითო ადამიანური სოლიდარობა ვაჩვენოთ და დედაქალაქის სტუმრებს ნამდვილი თბილისური მასპინძლობა ვაჩვენოთ. ყველას რისი საშუალებაც გვაქვს.

ამ ჯგუფში შეგიძლიათ განათავსოთ განცხადებები რომ მზად ხართ უმასპინძლოთ ადამიანს, მიუთითოთ რამდენი ხნით, შეგიძლიათ უბრალოდ სადილზე დაპატიჟოთ ან აბაზანის გამოყენება შესთავაზოთ, ნებისმიერი ფორმით რითაც შეგიძლიათ ადამიანებს დახმარება გაუწიოთ", - აცხადხებენ ჯგუფის მოდერატორები. აქციაზე თბილისში ჩამომსვლელებმა კი ამავე ჯგუფში უნდა დაწერონ, რომ ეძებენ ღამის გასათევს - „ან უბრალოდ თბილისელს რომელიც რამე კრიზის დროს ყურადღებას მოგაქცევთ".

ჯგუფის პირველი ნაბიჯი ჰოსტელებთან ფასდაკლების საკითხზე შეთანხმებაზე მუშაობაა: „ვიწყებთ მუშაობას ჰოსტელებთან ფასდაკლებაზე, რადგან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი ასეთი ტიპის მხარდაჭერაზე ჩვენ შემოგთავაზებთ ჰოსტელებს რომლებიც რიონის მცველებს ფასდაკლებას გაუკეთებენ და თქვენ ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე შეძლებთ თქვენს მიერ შეთანხმებულ პიროვნებას დაუჯავშნოთ ჰოსტელი. სხვებმა გააგრძელეთ საკუთარი სახლებში საძინებლების, ან უბრალოდ ტახტის, გასაბერი ლოგინის, ან უბრალოდ საუზმის ან შხაპის შემოთავაზება".

საჯარო ჯგუფში უკვე გამოჩნდნენ პირველი მოხალისეები, რომლებიც მზად არიან სხვადასხვა დახმარება გაუწიონ „რიონის ხეობის მცველებს".

ზოგი მზად არის #არანამოხვანჰესს-ისთვის ფულადი დახმარება გაიღოს.

დახმარების მსურველთა ნაწილი აქციის მონაწილეებს საკუთარ პირობებს აცნობს და მასპინძლობას ჰპირდება.

ყველაზე ხშირად „რიონის ხეობის მცველებს" თბილისში ღამის გასათევს სთავაზობენ.

თბილისში 23 მაისს მასშტაბური აქციის გამართვისთვის ემზადებიან „რიონის ხეობის მცველები“. მოძრაობის წარმომადგენელი ვარლამ გოლეთიანი მოქალაქეებს ონლაინრეგისტრაციის გავლისკენ მოუწოდებენ. აქტივისტებმა შეადგინეს კითხვარი, რომლის მიზანად ასახელებენ მათსა და პროტესტის მხარდამჭერებს შორის სწორი და პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას.

„რიონის ხეობის მცველები" დაახლოებით ხუთი თვეა აპროტესტებენ დაგეგმილ 433 მეგავატი სიმძლავრის ნამახვანჰესის მშენებლობას.

თბილისში საპროტესტო აქცია მთავრობასთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ დაიგეგმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG