Accessibility links

site logo site logo

თბილისში კორონავირუსის 907 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ნახევარზე მეტი კვლავ თბილისიდანაა. ჩატარებული 25 541 ტესტიდან დადებითობის მაჩვენებელი 6,06 პროცენტია (1547).

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

  • თბილისი - 907,
  • აჭარა - 141,
  • იმერეთი - 115,
  • ქვემო ქართლი - 77,
  • შიდა ქართლი - 43,
  • გურია - 33,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 117,
  • კახეთი - 52,
  • მცხეთა-მთიანეთი - 46,
  • სამცხე-ჯავახეთი - 13,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 319 266 შემთხვევა. მათგან 298 807 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4 245 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG