Accessibility links

site logo site logo

ამირან გამყრელიძის თქმით, რეინფიცირების შემთხვევები გახშირდა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გახშირებულია კორონავირუსით რეინფიცირების შემთხვევები. მან ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს თქვა, რომ რეინფიცირების შემთხვევები არ ვითარდება მსუბუქი ფორმებით.

"რომ დადგინდეს, რომ ეს რეინფიცირებაა, ნიმუშები ამოღებული უნდა იყოს და, წესით, დადებითი ნიმუშები ლაბორატორიებს შენახული უნდა ჰქონდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის არ არის", - ამბობს გამყრელიძე.

მისივე თქმით, ამ დრომდე სულ 50-ზე მეტი საეჭვო შემთხვევა ჰქონდათ, საიდანაც ნაწილის პირველადი ინფიცირების ნიმუშებს ვერ მიაკვლიეს, დარჩენილი შემთხვევებიდან კი გაირკვა, რომ კორონავირუსით განმეორებით 5-მდე პირი დაინფიცირდა. გამყრელიძე ამბობს, რომ ახლაც სწავლობენ რამდენიმე ათეულ საეჭვო შემთხვევას.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 319 266 შემთხვევა. მათგან 298 807 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4 245 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG