Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი „დარწმუნებულია“, რომ ივნისში პუტინს შეხვდება


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის დრო და ადგილი ჯერ კიდევ დგინდება.

„დარწმუნებული ვართ, რომ მოვახერხებთ. არ ვიცით კონკრეტული ადგილი და დრო, ამაზე მუშაობენ, უთხრა ბაიდენმა რეპორტიორებს თეთრ სახლთან, 7 მაისს, როცა პუტინთან შეხვედრის შესახებ ჰკითხეს ევროპაში მისი მოგზაურობის დროს.

ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მასობრივი თავმოყრა უკრაინის საზღვართან და ანექსირებულ ყირიმში „არ მოქმედებს მის სურვილზე შეხვდეს პირისპირ“ პუტინს. „შეამჩნიეთ, რომ მეტი ჯარი იყო იქ, ახლა შეამცირეს“.

ბაიდენმა აპრილში მიმართა წინადადებით მოსკოვს, შეხვედრა გამართულიყო მეამე ქვეყანაში, რათა განეხილათ მზარდი დაძაბულობა ისეთ საკითხებში, როგორიცაა უკრაინის სამხედრო მუქარა, აშშ-ის კომპიუტერებზე SolarWinds-ის კიბერიერიში და ციხეში ოპოზიცინერ ალექსეი ნავალნის მიმართ მოპყრობა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, ჯერ საკიმ ჟურნალისტებს უთხრა 7 მაისს, რომ მუშაობა მიმდინარეობს ლოგისტიკის საკითხებზე, სად, როდის და დღის წესრიგზე.

საგარეო პოლიტიკის საკითხებში პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, 25 აპრილს განაცხადა, რომ ორი პრეზიდენტის დაგეგმილი შეხვედრა განხორციელების სტადიაშია და დასძინა, რომ „ასახელებენ ივნისს, არის კონკრეტული თარიღებიც კი“.

ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ მკაცრი იქნება მტრული პოლიტიკის გამოვლენისას, მაგრამ სადაც შესაძლებელია: ბირთული იარაღის, კლიმატის ცვლილების, ირანთან ბირთვული შეთანხმების, ჩრდილოეთ კორეის და ავღანეთში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხებში, სურს მოსკოვთან თანამშრომლობა.

იანვარში პრეზიდენტის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ბაიდენი, თავისი პირველი მოგზაურობის დროს უცხოეთში, შეუერთდება „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას ბრიტანეთში, სადაც თავყრილობა დაგეგმილია 11-13 ივნისისთვის. შემდეგ ის ნატოს სამიტში ჩაერთვება 14 ივნისს და მიიღებს მონაწილეობას კონფერენციაში ევროკავშირი-ნატო.

XS
SM
MD
LG