Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი და ინდოეთი სამიტზე იმსჯელებენ სავაჭრო მოლაპარაკების განახლებაზე


ევროკავშირი და ინდოეთი 8 მაისს დანიშნულ სამიტზე შეეცდებიან, განაახლონ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკება. სამიტის თემა ასევე იქნება კორონავირუსის პანდემიის შედეგებთან გამკლავების გზები 27-წევრიანი ბლოკისთვის.

8 მაისს ევროკავშირის ლიდერები ვიდეოკონფერენციას გამართავენ ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან. მოდი იძულებული გახდა გაეუქმებინა სამიტზე პირადად დასწრების გეგმა, რადგან მის ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია მძვინვარებს.

ლიდერები, რომლებმაც სამიტზე თავი მოიყარეს პორტუგალიის ქალაქ პორტოში, იმსჯელებენ ევროკავშირსა და ინდოეთს შორის სავაჭრო მოლაპარაკების აღდგენაზე, რომელიც 2013 წლიდან შეწყვეტილია ისეთი საკითხების გამო, როგორებიცაა საბაჟო გადასახადების შემცირება, პატენტების დაცვა და სხვა. ევროკავშირი და ინდოეთი კავშირების განმტკიცებისას მიზნად ისახავენ მსოფლიოში ჩინეთის აღზევებით გამოწვეული შეშფოთებით შექმნილი ვითარების გამოყენებას.

თუმცა უფლებადამცველი ჯგუფები, მათ შორის, ამნესტი ინტერნეიშენალი - რომელმაც სამიტის შენობის წინ სანთლებით გამართა საპროტესტო აქცია - ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებენ, არ უგულებელყონ მოდის მთავრობის მხრიდან კრიტიკულ ხმებზე განხორციელებული ზეწოლა.

ევროკავშირის ლიდერებმა ასევე იმსჯელეს აშშ-ის წინადადებაზე ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გაუქმების შესახებ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისთვის, თუმცა ბევრი მაინც ეჭვით უყურებს გლობალური წარმოების გაზრდას იმ ნიშნულამდე, რომელიც საკმარისი იქნებოდა ვაქცინების ამჟამინდელი სიმწირის შესამცირებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG