Accessibility links

site logo site logo

ინდოეთს მოუწოდებენ საყოველთაო "ლოკდაუნის" გამოცხადებისკენ, ევროპის ზოგ ქვეყანაში შეზღუდვები იკლებს


ინდოეთის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის სულ უფრო მძლავრად მოუწოდებენ მკაცრი, საყოველთაო "ლოკდაუნის" გამოცხადებისკენ, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში არ იკლებს COVID-19-ით ინფიცირების და სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი.

საყოველთაო შეზღუდვების შემოღების მოწოდებებით გამოდიან სამედიცინო სფეროს სპეციალისტები, ოპოზიციის ლიდერები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ინდოეთში COVID-19-ის სიმპტომების მქონე პირებს საავადმყოფოები ვეღარ იღებენ, მორგები და კრემატორიუმები გადავსებულია დაღუპულთა გვამებით. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ინდოეთში აღირიცხა 3 მილიონზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, და ყოველდღიური სიკვდილიანობის მაჩვენებელი 3,000 ადამიანს აჭარბებს.

ინდოეთში ვირუსის აფეთქება აფერხებს იმედებს პანდემიის დასასრულის მოახლოების შესახებ, იმ ფონზე, როცა განვითარებულ ქვეყნებში ვაქცინაციის კამპანიები მიმდინარეობს და ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს.

ესპანეთი ერთ-ერთი ქვეყანაა, სადაც ამ შაბათ-კვირას შეამსუბუქებენ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებს, მათ შორის, მოგზაურობის შესახებ. საბერძნეთში 8 მაისს გაიხსნება პლაჟების უმრავლესობა და ერთ კვირაში ოფიციალურად დაიწყება ტურისტული სეზონი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG