Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი და მერკელი აღნიშნავენ მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღეს


ფოტოარქივი: ანგელა მერკელი და ვლადიმირ პუტინი.
ფოტოარქივი: ანგელა მერკელი და ვლადიმირ პუტინი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის (დსთ) წევრ სახელმწიფოებს მილოცვა გაუგზავნა მათი მიერ შესრულებული როლისთვის მოკავშირეთა გამარჯვებაში მეორე მსოფლიო ომში, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ, და გამოვიდა მოწოდებით, "ძმურმა მეგობრობამ და ურთიერთდახმარებამ" გაამყაროს სამომავლო ურთიერთობები ამ ქვეყნებს შორის.

ომის დასრულების 76-ე წლისთავს დასავლეთ ევროპაში 8 მაისს აღნიშნავენ, ერთი დღით ადრე, სანამ მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ჩატარდება. გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ამ დღეს ტვიტერით გამოეხმაურა - მისი თქმით, "ჩვენს მუდმივ პასუხისმგებლობად რჩება ის, რომ ცოცხლობდეს იმ მილიონობით ადამიანის ხსოვნა, რომლებიც ემსხვერპლნენ ნაციონალ-სოციალისტური ტირანიის წლებს".

ნაცისტების დანაშაულებს 7 მაისს გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერიც შეეხო: "ნაციონალ-სოციალიზმისთვის, უსამართლობის და დანაშაულის მახსოვრობისთვის თვალის გასწორება ჩვენს დემოკრატიას არ ასუსტებს. პირიქით - ეს აძლიერებს ჩვენს წინააღმდეგობას და სიცოცხლისუნარიანობას", - განაცხადა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG