Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკამ ხელი მოაწერა ბრძანებას საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესახებ


ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ხელი მოაწერა ბრძანებას საპრეზიდენტო უფლებამოსილების უშიშროების საბჭოსთვის გადაცემის თაობაზე იმ შემთხვევაში, თუკი ის გარდაიცვლება, ან სხვა მიზეზით ვეღარ შეძლებს თავისი მოვალეობის შესრულებას.

ბევრი მთავრობა ლუკაშენკას პრეზიდენტობას უკვე არალეგიტიმურად მიიჩნევს, აგვისტოში ჩატარებულ, მწვავე უთანხმოების გამომწვევ არჩევნებში მისი გამარჯვების და ოპოზიციური გამოსვლების მიმართ მიმდინარე სასტიკი რეპრესიების ფონზე.

აქამდე, თუკი პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური გახდებოდა, ან პრეზიდენტი ვეღარ შეძლებდა თავისი მოვალეობების შესრულებას, უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს გადაეცემოდა ახალი პრეზიდენტის არჩევამდე. მაგრამ 9 მაისს ხელმოწერილი ბრძანებით საპრეზიდენტო უფლებამოსილება ასეთ შემთხვევებში გადადის უშიშროების საბჭოზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.

უშიშროების საბჭოს წევრები ლუკაშენკას მომხრეები არიან. ლუკაშენკა უკვე აპრილში აცხადებდა, რომ მზად იყო ხელი მოეწერა ბრძანებაზე საპრეზიდენტო უფლებამოსილებების შესახებ.

XS
SM
MD
LG