Accessibility links

site logo site logo

ირანი აცხადებს, რომ ჯერ ადრეა საუბარი მეტოქესთან, საუდის არაბეთთან გამართული მოლაპარაკების შედეგებზე


ირანმა პირველად დაადასტურა, რომ მოლაპარაკებებს მართავს თავის მწვავე რეგიონულ მეტოქესთან, საუდის არაბეთთან და დასძინა, რომ სპარსეთის ყურეში დაძაბულობის დეესკალაცია ორივე ქვეყნის და მთელი რეგიონის ინტერესებში შედის.

"მოლაპარაკებები იყო და ისინი ეხებოდა ორმხრივ და რეგიონულ საკითხებს", - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, საედ ხატიბზადემ 10 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია მოლაპარაკების შედეგზე ლაპარაკი. ირანი ყოველთვის ღია იყო საუდის არაბეთთან "ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერ დონეზე" მოლაპარაკებისთვისო, დასძინა ხატიბზადემ.

ერაყის პრეზიდენტმა, ბარჰამ სალიჰმა 5 მაისს თქვა, რომ მისმა ქვეყანამ უმასპინძლა სულ მცირე ორ რაუნდს მოლაპარაკებისა ირანის და საუდის არაბეთის წარმომადგენლებს შორის, და დისკუსიებს მნიშვნელოვანი უწოდა.

მოლაპარაკებები, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, გასულ თვეში, ბაღდადში გაიმართა, იყო პირველი მაღალი დონის შეხვედრა ორ მხარეს შორის მას შემდეგ, რაც რიადმა 2016 წელს თეირანთან გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა.

სუნიტების მიერ მართული სამეფო და შიიტური უმრავლესობის მქონე ირანი ერთმანეთის მწვავე მეტოქეები არიან, რაც თავს იჩენს რეგიონის მასშტაბით, იემენიდან სირიამდე კონფლიქტებში სხვადასხვა ძალის მხარდაჭერით. თუმცა, ბოლო პერიოდში საუდის არაბეთისა და ირანის ოფიციალურმა პირებმა რიტორიკა შეარბილეს და ამბობენ, რომ მზად არიან შერიგებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG