Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის ქვეყნები ამსუბუქებენ COVID-19-ის საწინააღმდეგო შეზღუდვებს


ინგლისი კიდევ უფრო მეტად შეამსუბუქებს COVID-19-ის გავრცელების საწინააღმდეგო შეზღუდვებს, იმ ფონზე, როცა ქვეყნის წარმატებული ვაქცინაციის კამპანიის შედეგად იკლებს ვირუსით ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლები, - განაცხადა ბრიტანეთის მთავრობამ 9 მაისს. გეგმა ითვალისწინებს 17 მაისიდან დახურულ სივრცეებში შეკრების და სხვა ღონისძიებების დაშვებას.

ბრიტანეთში თანდათან ხსნიან ბოლო "ლოკდაუნის" დროს დაწესებულ ზომებს, თებერვალში გამოცხადებული, ოთხი საფეხურისგან შემდგარი გეგმის თანახმად. "გეგმა ძალაში რჩება, ჩვენი წარმატებული ვაქცინაციის პროგრამა გრძელდება - გაერთიანებულ სამეფოში უკვე აცრილია ზრდასრული მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი. ახლა შეგვიძლია მივესალმოთ ფრთხილ, მაგრამ შეუქცევად გახსნას", - ამბობს დაუნინგ სტრიტი განცხადებაში.

კორონავირუსით ინფიცირების, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები ეცემა ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მას შემდეგ, რაც ვირუსის მესამე ტალღამ ბევრი ქვეყანა აიძულა რამდენიმე თვის განმავლობაში შეზღუდვები ჰქონოდა ძალაში. ესპანეთში 9 მაისს დასრულდა ექვსთვიანი საგანგებო მდგომარეობა - მოიხსნა ღამის კომენდანტის საათი და აკრძალვა რეგიონებს შორის მოგზაურობაზე. გერმანიაში 7 მილიონზე მეტ პირს, რომელიც სრულად არის აცრილი, აღარ ეხება შეზღუდვათა დიდი ნაწილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG