Accessibility links

site logo site logo

ფრანგი სამხედროები ღია წერილში საფრანგეთის "გადარჩენაზე" საუბრობენ


საფრანგეთში გამომავალი, მემარჯვენე ორიენტაციის ჟურნალი აცხადებს, რომ 100,000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი მოქმედი სამხედროების ღია წერილს, რომელშიც საფრანგეთში სამოქალაქო ომის საფრთხეზეა საუბარი.

წერილში, რომელიც 9 მაისს, გვიან გამოაქვეყნა გამოცემამ Valeurs Actuelles, მთავრობა დადანაშაულებულია "დათმობებზე" წასვლაში ისლამიზმის მიმართ და წერია, რომ საქმე "ეხება ჩვენი ქვეყნის გადარჩენას". ჟურნალი აცხადებს, რომ 10 მაისს, ადგილობრივი დროით დღის ორის ნახევარზე წერილს 133,000-მდე ადამიანი აწერს ხელს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა წერილი დაგმო, მას "უხეში მანევრი" უწოდა და ანონიმური ხელმომწერები "გამბედაობის" ნაკლებობაში დაადანაშაულა. მთავრობამ ასევე დაგმო და პოლიტიკაში სამხედროთა მიუღებელი ჩარევა უწოდა ანალოგიურ წერილს, რომელიც საფრანგეთის ოფიცრებმა და 20-მდე ნაწილობრივ პენსიაზე მყოფმა გენერალმა გასულ თვეში გამოაქვეყნეს. საფრანგეთის უმაღლესი გენერალი გამოვიდა პირობით, რომ ამ აქტის უკან მდგარი პირები დაისჯებოდნენ.

ახალი წერილის სამხედრო ხელმომწერთა რიცხვი და რანგი ბუნდოვანია. ხელმომწერები საკუთარ თავს აღწერენ აქტიური სამსახურის ნაწილად, ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლებად, რომლებმაც ავღანეთში, აფრიკაში და სხვაგან იმსახურეს, ან ქვეყნის შიგნით შეუერთდნენ ანტიტერორისტულ ოპერაციას, რომელიც დაიწყო 2015 წელს, ისლამისტი ექსტრემისტების თავდასხმების სერიის ფონზე.

ორი წერილი წინ უსწრებს 2022 წელს დანიშნულ არჩევნებს, რომელზეც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავარი მეტოქე, სავარაუდოდ, კვლავ ულტრამემარჯვენე ლიდერი, მარინ ლე პენი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG