Accessibility links

site logo site logo

გ. ქიქოძე “ჯვარედინ გზაზე”


ავტორი: მერცია ხუნდაძე

გერონტი ქიქოძე მის პუბლიცისტურ ტექსტში “ჯვარედინ გზაზე” საუბრობს, რომ საქართველო ერთ დროს ჯვარედინ გზაზე იდგა და ამ გზაზე შემხვედრი კულტურების კვალი დღესაც ატყვია ჩვენს ქვეყანას; ხუროთმოძღვრებაზე, მხატვრობაზე,ლიტერატურასა თუ ხალხურ ჩვეულებებზე, ზნეობრივ შეხედულებებზე და სხვა. ქიქოძე აღნიშნავს რომ ქართველი მწიგნობრები, ერთნაირად იცნობდნენ და აფასებდნენ, როგორც არისტოტელესა და პლატონის, ისე ფირდოუსისა და ფახრედინის ნაშრომებს. საქართველოს მიმართულება, ყოველთვის იყო დასავლეთისა და სამხრეთისაკენ, და ჩვენი რაობის განმსაზღვრელ კულტურაშიც ყველაზე უფრო ბუნებრივი სინთეზია ამ ორი; ევროპული და აზიური კულტურის. ქიქოძე ასევე აღნიშნავს იმას, რომ ქართვლელებს ისტორიულად არაფერი საერთო არ ქონდათ, ჩრდილოეთით არსებულ ნაკლებად სტუმართმოყვარე ხალხებთან. რომ მათთან, ჩვენი დაახლოვება მხოლოდ და მხოლოდ უბედური შემთხვევის ბრალი იყო. როცა საქართველოს ჯვრადედინი გზა ჩიხში შევიდა, საქართველო კულტურულ კაცობრიობას მოსწყდა და დარჩა ერთადერთი ბილიკი რომელიც რუსეთისაკენ მიდიოდა. თუმცაღა ამ გზას არაფერი მოუტანია სასიკეთო. და ბოლოს გამოთქვავს იმედს რომ დიდი გათიშვის შემდეგ საქართველო კვლავ შეძლებს ფართო ასპარეზზე გამოსვლას და თავის კულტურულ ოჯახში დაბრუნებას.

ძალიან საინტერესოა და ამავდროულად ცოტა სევდიანიც, რომ 1916 წლის ეს პუბლიცისტური ტექტსი, დღესაც არ კარგავს აქტუალურობას და მასში მოთხრობილი პრობლემები დღესაც დღის წესრიგში დგას. კონკრეტულად კი იმას ვგულისხმობ, რომ მიუხედავად მისი რაკურსის ცვლილებისა, რომ საქართველოს აღარ უწევს “კავკასიის მთაგრეხილისკენ მიმავალ ერთ ბილიკზე” იაროს, და შეიძლება ითქვას ის დაუბრუნდა თავის ჯვარედინ გზას, მაინც ბევრი ადამიანი რჩება ჩვენში, ვინც მინატრის რუსეთს და სულაც არ ემხრობა საქართველოს ევროპეიზაციას. “უბედური შემთხვევა” კვლავაც არ გვანებებს თავს და ადრე თუ ჩრდილოეთის არჩევა, საკუთრი რელიგიის და თვითმყოფადობის გადარჩენის საშუალებად გვესახებოდა გლობალური მოვლენების ფონზე (მონღოლების მიერ სპარსეთის დაპყრობა, ოსმალების მიერ ბიზანტიის დაპყრობა) მეთვრამეტე საუკუნიდან ფაქტიურად არჩევანი აღარც გვქონია. ქიქოძის პუბლიცისტური ტექსტის დაწერის შემდეგაც, მისი იმედი, რომ საქართველო კვლავ დაუბრუნდებოდა თავის ჯვარედინ გზას და კულტურულ ფართო ასპარეზს, რეალური მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ გახდა. და დღესაც მიუხედავად მრავალი ცვლილებისა და სახელმწიფოებრივი გამარჯვებისა, მრავალ დათმობაზე გვიწევს წასვლა რუსული ექსპანსიის თავიდან ასაცილებლად და საკუთარი ტერიტორიების დასაცავად. თუმცა ჩემი აზრით მათთან არაფერი ამართლებს, არც მეგობრული ურთიერთობის დაბრუნება არც მტრულის დაფიქსირება და არც ნეიტრალური პოზიცია. ისინი მაინც ყოველდღიურად აგრძელებენ მცოცავ ოკუპაციას ჩვენს წინააღმდეგ.

გარდა ამისა, მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ ქიქოძის პუბლიცისტურ ტექსტში მთავარი სათქმელი ჩვენი შერეული კულტურაა,რომელსაც არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, და რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში ევროპიდან და აზიიდან ისე შემოდიოდა,გროვდებოდა და ჩვენებურად ისე ფორმირდებოდა, რომ საუკეთესოდ გამოხატავდა საქართველოსაც და მისი წარმომავლობის ფესვებსაც.”დედამიწის ზურგზე სხვაგან იშვიათად მოიძებნება ასეთი ორიგინალური სინთეზი”. ბევრს უჭირს ამის გაზიარება. და თვლიან რომ ისინი მხოლოდ ევროპის ნაწილი არიან, რომ სულაც არ თვლიან თავს აზიელებად, არც უნდათ და არც არიან, აი ასე უბრალოდ. ზოგიც კი პირიქით ევროპაში ერის დამღუპველ, გარყვნილობებს ხედავენ და თვლიან რომ თავად მკაცრი,კულტურული აზიის წევრები არიან სადაც ქალი კაცის მორჩილია. ასე მოაზროვნეები ხშირად რუსეთის მოტრფიალეებიც არიან და ამას რუსეთის ერთმორწმუნე ქრისტიანობით ამართლებენ, თუმცა ალბათ დამეთანხმებით ეს კატეგორია საკმაოდ კომპლექსური და უცნაურია.

მე კი, სრულიად ვეთანხმები ბატონ გერონტის, რომ საქართველო ორი დიდებული კულტურის სინთეზია. უბრალოდ შეუძლებელიც იყო არ მომხდარიყო ამ კულტურების თავმოყრა ჩვენში, როცა ცენტრალური გეოგრაფიული პოზიცია გვიკავია. ამაში კი ვერაფერს ვხედავ ცუდს თუ არა პირიქით. სწორედ ამ კულტურათა ერთობლიობა განაპირობებს ჩვენს უნივერსალურობას. განა საოცარი არ არის?! რომ ამ პაწაწინა ქვეყანამ ამხელა მსოფლიოში და ამხელა მეზობლების გვერდით შეძლო გადარჩენა, შეძლო შეენარჩუნებინა საკუთარი თვითმყოფადობა, რელიგია, კულტურა, ენა და დამწერლობა რომლის მსაგვსი სხვას არავის არაქვს მსოფლიოში. ჩვენი წეს-ჩვეულებები რომლებიც ყველაზე უფრო ქართულია, ცეკვა, სიმღერები მრავალხმიანი, პოეზია თუ მხატვრული ნაწარმოებები. რომელ ქვეყანაშია სხვაგან ჩვენი მსგავსი. ბევრისათვის უცხო ქვეყანა ვართ, ბევრისთვისაც ცნობილი ჩვენი ექსკლუზიურობით. ეს ყველაფერი კი ჩვენი სტუმართმოყვარეობით შევძელით, იმით რომ სხვა კულტურების მიმართ მიმღებლები ვიყავით და პატივს ვცემდით მათ. პატივს ვცემდით სხვის კულტურასა და რელიგიას და მათგანაც იგივეს ვითხოვდით. სწორედ ასე მოვაღწიეთ აქამდე მთელებმა, და არა გადაგვარებულებმა. “ჩვენ გვაქვს წვეტიანი კოშკები და ციხე-სიმაგრეები, როგორც ევროპიელებს და ჩვენ გვაქვს თაღიანი ქარვასლები, როგორც არაბებს, სპარსელებსა და მცირე აზიელებს. ჩვენი საეკლესიო კედლების მხატვრობა ბიზანტიურ ფრესკებს წააგავს, ჩვენი წიგნების სამკაულები სპარსულ-ინდურ მინიატურებს. ჩვენს კულტურად ევროპული კულტურის მსგავსად, ძველი ბერძნული განათლება უძევს საფუძვლად და ჩვენც ევროპიელების სიბრძნესა, სპარსელების პოეზიასა და არაბების ფხიზელ მეცნიერებას სხვებზე ადრე დავეწაფეთ…ჩვენი ზნეობა ინდივიდუალისტური იყო ისევე, როგორც სადავლეთ-ევროპული, მაგრამ მისი სიმძაფრე გაანელა აღმოსავლეთურმა მსოფლიო მგრძნობიარობამ და შემეცნებამ.” სწორედ ამ ყველაფრის ფონზეა საქართველო ძალიან მიმზიდველი და საინტერესო ქვეყანა, თუნდაც ტურისტებისთვის. ქართული ძველი ქალაქები თავისი ძველი უბნებით, სხვადასხვა კულტურული ნიშან-თვისებით.

ვეთანხმები იმ ნაწილშიც სადაც საუბრობ, რომ ჩვენი რუსეთთან დაახლოება იყო უბედურება. და რომ არა საშშროება იმისა რომ საქართველო დაკარგავდა ენას, მამულს და სარწმუნოებას და კულტურულ მრავალფეროვნებას, ჩვენ რუსეთისკენ არასოდეს გავიხედებოდით. ესეც ძალიან დიდი დავის საგანია, რომ სწორი იყო თუ არა ჩვენი ეს არჩევანი, და იქნებ შეგვეძლო 18 საუკუნეშიც დავრჩენილიყავით ჩვენი თავის იმედად. იქნებ არ გვჭირდებოდა რუსეთის დახმარება. რომ როგორც ამდენხანს შევძელით და გადავრჩით ბარბაროსი მეზობლების ხელში, მომავალშიც ასე გადავრჩებოდით. მაგრამ მომხდარს უკვე ვერ შევცვლით, თუმცა ერთი კი ფაქტია რომ, არცერთ დამპყრობელს და მტერს იმდენი არ დაუშავებია ჩვენთვის რაც რუსეთმა ადგვიშავა. არც ერთ სხვა სარწმუნოების მქონე მტერს არ აუკრძალავს ჩვენთვის ეკლესიაში სიარული, ისე როგორც ეს ჩვენმა ქრისტიანმა რუსეთმა აგვიკრძალა. არანაირი კულტურული რირებულება ამ ეროვნებაში არარის რასაც შეგვიძია რომ მოვებღაუჭოთ და შევითვისოთ, ქართველობა ისევ საკუთარი გამძლეობის და რწმენის იმედად იყო, რომ დღეს თუ ხვალ დაუბრუნდებოდა იმ ადგილს რასაც დიდი ხანია ეკუთვნოდა.

და ბოლოს დასკვნის სახით ვიტყოდი, რომ საამაყოა რომ ამ დიდი კულტურის ნაწილი ვხარ, რასაც საქართველო და ქართველობა ჰქვია. საქართველო დღეს-დღეობით მეტ-ნაკლებად ცდილობს შეინარჩუნოს თავისი ოდითგანვე არჩეული, ევროპული გზა. ევროპული გზა, სადაც ის არ აქცევს ზურგს თავის აზიურ წარმომავლობასაც და ამაყად იდგება მსოფლიოს წინაშე, როგორც პოლიტიკურად ევროპული, კულტურულად კი ორი კონტინენტის კულტურული სინთეზის მქონე უნივერსალური ქვეყანა. ეს უნდა გაითავისოს ყველამ და არ ეცადოს მის დამახინჯებულ ინტერპრეტაციას, რადგანაც კულტურული მრავალფეროვნება არის დიდი პლიუსი და არა პირიქით. ეს ყველაფერი ერთად ქმნის საქართველოს და მათი დანაწევრება უბრალოდ იქნება რამე სხვა, მაგრამ არა ჩვენი სამშობლო. გერონტი ქიქოძის სიტყვებს ადასტურებს მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებიც: “… ჩრდილოეთის მომხრენი ვართ თუ აღმოსავლეთისა ან დასავლეთისა, ამის შესახებ დავა და კამათი უნაყოფოა და მავნებელიც. საითაც ქვეყანა ტრიალებს, ჩვენც იქით უნდა ვიბრუნოთ პირი. ხოლო იგი უძლეველის ძალით მიექანება დასავლეთისაკენ. მისი გზა მოსკოვსა და პერტოგრადზე კი აღარ მიდის, არამედ შავ ზღვასა სჭრის და დუნაის ხეობაზე გადადის. გვეყო მოსკოვ-პეტროგრადში გაცხრილულ ევროპულ კულტურით კვება, რომელსაც უფრო მეტი მონღოლური შხამი ურევია, ვიდრე დასავლეთის წმინდა სასმელი…” მიხეილ ჯავახიშვილი,1918.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG