Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა საავიაციო იერიში განახორციელა ღაზაზე, ექსტრემისტების სარაკეტო თავდასხმების პასუხად


ღაზას სექტორი დაბომბვის შემდეგ. საარქივო ფოტო
ღაზას სექტორი დაბომბვის შემდეგ. საარქივო ფოტო

იერუსალიმის გარშემო ვითარება უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც წუხელ ისრაელმა ავიაიერიშები განახორციელა ღაზაზე, ხოლო პალესტინელმა ექსტრემისტებმა რაკეტები გატყორცნეს ხალხმრავალი ანკლავიდან ისრაელის მიმართულებით.

პალესტინის სამედიცინო უწყების მესვეურთა თანახმად იერიშების შედეგად დაიღუპა 24 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი, ხოლო 100-ზე მეტი დაიჭრა. ისრაელის სამხედრო უწყება აცხადებს, რომ მისმა ავიაციამ გაანადგურა 130 სამიზნე 10 მაისს ღამეს დაჯგუფება „ჰამასისა“ და სხვა ექსტრემისტული რაზმების მიერ ღაზას სექტორიდან განხორციელებული 200-მდე სარაკეტო იერიშის პასუხად. ისრაელის სამხრეთ ქალაქ აშკელონში 7 ადამიანი დაიჭრა რაკეტების ორ საცხოვრებელ სახლზე დაცემის შედეგად.

ისრაელის ცნობაში ასევე ნათქვამია, რომ დახოცილთა შორის არის 15 ექსტრემისტი. პალესტინის წითელი ნახევარმთვარის თანახმად, პალესტინელ დემონსტრანტებსა და ისრაელის პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად იორდანეს დასავლეთ ნაპირზე დაშავდა 700-ზე მეტი პალესტინელი.
ისრაელის პოლიცია იუწყება, რომ შეტაკების დროს დაიჭრა 21 პოლიციელი და 7 სამოქალაქო პირი.
უკანასკნელ ხანს ისრაელსა და პალესტინას შორის არსებული დაძაბულობა კიდევ უფრო გაართულა, ამოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტნელი ოჯახების სავარაუდო გაძევებამ ებრაელთა დასახლებისთვის ადგილის გამოთავისუფლების მიზნით.

XS
SM
MD
LG