Accessibility links

site logo site logo

სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა ყაზანის ერთ-ერთ გიმნაზიაში მომხდარი სროლის შედეგად


სპეცრაზმის შტურმი ყაზანის 175-ე გიმნაზიაში

სულ მცირე 9 ადამიანი, მათ შორის ერთი მასწავლებელი, დაიღუპა 11 მაისს ქალაქ ყაზანში მდებარე ერთ-ერთ გიმნაზიაში მომხდარი სროლის შედეგად. წინასწარი ოფიციალური მონაცემებით, 10 მოწაფეზე მეტი გადაყვანილი სამკურნალო დაწესებულებებში. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი.

ინტერნეტში უკვე გავრცელდა ვიდეო, ეჭვმიტანილის დაკავების ამსახველი ვიდეო.
ინტერნეტ გამოცემა „Mash-ის თანახმად, დაკავებულია 19 წლის ილნაზ გალიაევი, რომელიც 4 წლის წინ ამავე გიმნაზიაში სწავლობდა. მან პოლიციას აცნობა, რომ მის სახლში ბომბი დევს.

მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ თავდასხმაში მონაწილეობდა კიდევ ორი პირი.

თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ყაზანში მდებარე ერთ-ერთ გიმნაზიაში, სადაც თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, 1000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს. თავდასხმა მოხდა მეცადინეობის დროს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG