Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი: რუსეთს ეკისრება „გარკვეული პასუხისმგებლობა“ აშშ-ში მილსადენზე მომხდარ თავდასხმაში


აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთს ეკისრება „გარკვეული პასუხისმგებლობა“ იმ კიბერთავდასხმაზე, რომელმაც უმხვილესი ამერიკული მილსადენის Colonial Pipelinе-ის პარალიზება გამოიწვია.


ბაიდენმა თავი შეიკავა კრემლის მისამართით პირდაპირ ბრალდებებზე, აღნიშნა მხოლოდ, რომ „არ არსებობს მტკიცებულება“ კიბერთავდასხმასთან რუსეთის ხელისუფლების კავშირზე. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჰაკერები თუ პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც ისინი იყენებდნენ, „რუსეთშია“.

„მათ გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ საქმეში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა და დასძინა, რომ, სავარაუდოდ, ივნისში შეხვდება და ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

ჰაკერულ თავდასხმაში, რომელმაც სამი დღის განმავლობაში მოახდინა აშშ-ის უდიდესი მილსადენის, Colonial Pipelinе-ის პარალიზება, შესაძლოა მონაწილეობდეს დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც რუსეთთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ CNN-მა განაცხადა აშშ-ის კიბერუსაფრთხოების სფეროს ყოფილ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომლის ვინაობას არ ასახელებენ.

თავდასხმა განხორციელდა ე.წ. გამომძალველი პროგრამით, რომლის დროსაც მსხვერპლის მონაცემები კოდირებული ხდება, რაც შეუძლებელს ხდის ფაილების და სისტემების გამოყენებას. ბოროტმოქმედები შემდეგ ფულს ითხოვენ კოდის მოხსნის სანაცვლოდ.

Colonial Pipeline-ს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოხმარებული საწვავის 45 პროცენტამდე გადააქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG