Accessibility links

site logo site logo

12 მაისიდან შეჩერდება „სინოფარმის" ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია 


ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინპლატფორმაზე booking.moh.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 12 მაისიდან შეჩერდება „სინოფარმის" ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია.

12 მაისს, 20:00 საათიდან, მოქალაქეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად.

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, „სინოფარმის“ ვაქცინის დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა. სამედიცინო დაწესებულებას კი მოქალაქეები ირჩევენ სურვილისამებრ.

აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ონლაინპლატფორმაზე booking.moh.gov.ge ან ნომერზე 1522.

დღეს, 11 მაისს, იმუნიზაციის საბჭომ მხარი დაუჭირა კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინით, „სინოვაკით" ვაქცინაციის დაწყებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის გავლამდე. საქართველოში „სინოვაკის" 100 ათასი დოზა ვაქცინა არის ჩამოტანილი, რომელიც ჩინეთის საჩუქარია.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე გავრცელდა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.

დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. ამ უკანასკნელით პირველი დოზით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG