Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს


განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს ისრაელში საქართველოს საელჩო 10-ზე მეტ ქალაქში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. ესენია: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის) ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია.

„გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს - კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან!

დაბეჯითებით გაფრთხილებთ, ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი. მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები", - აცხადებს საქართველოს საელჩო ისრაელში.

საელჩოს ცხელი ხაზის ტელეფონი ნომრებია:

  • 0526919092 - დავით ჩაჩავა
  • 0528888513 - მიხეილ ბაბლუანი
  • 0548620270 - ნინო ჩანტლაძე

„ხაზის დაზიანების შემთხვევაში, გამოიყენეთ „ვოთსაფ" ან „ვაიბერ" აპლიკაციები. შეგიძლიათ მოიწეროთ საელჩოს „ფეისბუკ"-„მესენჯერშიც". მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელის სახელმწიფოს და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ", - აცხადებს საელჩო.

სამშაბათს საღამოს პალესტინის ავტონომიიდან ისრაელის ტერიტორიას 130-ზე მეტი რაკეტა ესროლეს. მედია იტყობინება მსხვერპლის შესახებ, მაგრამ მათი ზუსტი რიცხვი არ არის დაზუსტებული.

როგორც იტყობინებიან, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა ავტობუსს, რომელიც რეისს ასრულებდა თელ-ავივის ქალაქგარეთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG