Accessibility links

site logo site logo

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები გეგმავენ ტრამპის კრიტიკოსის, ლიზ ჩეინის გადაყენებას ლიდერის პოზიციიდან


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები 12 მაისს გეგმავენ კონგრესის წევრი, ლიზ ჩეინი, რესპუბლიკელთა ლიდერის პოზიციიდან გადააყენონ - რაც იქნება მნიშვნელოვანი მომენტი ამ პარტიის მიმართულებაში და იმის ნიშანი, რომ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, კვლავ გავლენით სარგებლობს.

წარმომადგენელთა პალატის რანგით მესამე რესპუბლიკელი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, დიკ ჩეინის შვილი, უაიომინგის შტატის წარმომადგენელი ლიზ ჩეინი ტრამპს უწოდებდა საფრთხეს კანონის უზენაესობისთვის და ამ, კონსერვატიული პარტიის პრინციპებისთვის. ის ღიად აკრიტიკებდა ტრამპის "დიდ ტყუილს" მასშტაბური გაყალბების შესახებ ნოემბერში ჩატარებულ არჩევნებზე და ყოფილ პრეზიდენტს ბრალს სდებდა თავისი მხარდამჭერების შეგულიანებაში 6 იანვარს, კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობის დროს.

კენჭისყრის წინ, ჩეინი წარმომადგენელთა პალატაში მწვავე და დაუმორჩილებელი სიტყვით გამოვიდა, გააკრიტიკა თავისი რესპუბლიკელი მეტოქეები და დაიცვა თავისი პოზიცია. "ჩუმად ყოფნა და ტყუილის უგულებელყოფა მატყუარას აძლიერებს" - განაცხადა მან და დასძინა: "არ ვაპირებ ვიჯდე და ჩუმად ვუყურო როგორ მიყავთ სხვებს ჩვენი პარტია გზაზე, რომელიც ტოვებს კანონის უზენაესობას და უერთდება ყოფილი პრეზიდენტის იერიშს ჩვენი დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად".

წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერი, კალიფორნიის წარმომადგენელი კევინ მაკკარტი - რომელიც გამოვიდა ჩეინის გადასაყენებლად კენჭისყრის ინიციატივით - ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ემსახურება პარტიაში ერთიანობის შენარჩუნებას და მას კავშირი არ აქვს ტრამპის კრიტიკოსების დასჯასთან. თუმცა, ბევრი თვლის, რომ ეს კენჭისყრა გააღრმავებს რესპუბლიკური პარტიის პრობლემებს და უფრო მეტად გააუცხოვებს გადაუწყვეტელ ამომრჩეველს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG