Accessibility links

site logo site logo

ღამით გამწვავდა ბრძოლა ისრაელსა და პალესტინელებს შორის


გასულ ღამეს ესკალაცია განიცადა ბრძოლამ ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის - ისრაელმა საჰაერო იერიშები განახორციელა ჰამასის პოზიციებზე ღაზის სექტორში, პალესტინელებმა ისრაელის სიღრმეში რაკეტები ისროლეს.

12 მაისს, დილით, ღაზის სექტორში ჯანდაცვის სფეროს მესვეურები აცხადებდნენ, რომ შეტაკებების ორი დღის წინ დაწყების შემდეგ დაღუპულია სულ მცირე 30 პალესტინელი, მათ შორის 10 ბავშვი, და დაჭრილია 200-ზე მეტი ადამიანი. ისრაელის არმია აცხადებს, რომ ანკლავში 140-მდე სამიზნეზე მიტანილი იერიშის შედეგად მოკლულია სულ მცირე 20 ექსტრემისტი. შვიდი ისრაელელი დაიღუპა და ათობით დაიჭრა ღაზის მმართველი ჰამასის და ისლამური ჯიჰადის სახელით ცნობილი ჯგუფის მიერ ასობით რაკეტით განხორციელებული თავდასხმის შედეგად.

მწვავდება დაპირისპირება ისრაელსა და პალესტინელებს შორის
please wait

No media source currently available

0:00 0:01:54 0:00

ისრაელსა და ჰამასს შორის ძალადობის მიმდინარე ესკალაცია ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა 2014 წლის ომის შემდეგ და იწვევს საერთაშორისო შეშფოთებას, რომ ვითარება შესაძლოა კონტროლიდან გავიდეს.

ისრაელის არაბულ თემში რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე არეულობა გაძლიერდა რამდენიმე ქალაქში - პალესტინელთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად და ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოთქმული ჩივილის გამო, რომ მათ ებრაულ სახელმწიფოში მეორე კლასის მოქალაქეებად მიიჩნევენ. ძალადობა განსაკუთრებით მძიმე იყო შერეულ, ებრაულ-არაბულ ქალაქებში, მათ შორის ლოდში, რომელიც წარმოადგენს კომერციული ცენტრის შემოგარენს, ბენ გურიონის სახელობის აეროპორტთან ახლოს. სარაკეტო თავდასხმების გამო აეროპორტი ღამით დახურული იყო.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. პოლიცია აცხადებს, რომ "ზოგიერთმა არაბმა მცხოვრებმა მასშტაბური არეულობა მოახდინა". ისრაელის მედიის ცნობით, დემონსტრანტებმა ქალაქში ცეცხლი წაუკიდეს სინაგოგას და გაანადგურეს საკუთრება. იუწყებიან, რომ მოკლულია ერთი ისრაელელი არაბი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG