Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკი 85 მლნ ევროს გამოყოფს პანდემიის ზემოქმედებით დაზარალებული ფირმების მხარდასაჭერად


მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 11 მაისს დაამტკიცა 85 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნას და პანდემიის ზემოქმედებით დაზარალებული ფირმების დახმარებას მოხმარდება.

„დახმარების ამ უახლესი პაკეტის საშუალებით მსოფლიო ბანკი ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას და ფირმების განვითარებას, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის საყრდენს და ძირითად ელემენტს წარმოადგენენ მდგრადი აღდგენის მიმართულებით“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა. მისი თქმით, „აღნიშნული გულისხმობს ფირმების დახმარებას დაფინანსებასთან წვდომის გამარტივებაში და საფინანსო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებაში, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების დანერგვას და ციფრული საფინანსო სერვისების გამოყენებას".

მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი ქვეყნის მასშტაბით დახმარებას გაუწევს დაახლოებით 6,000 მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს და ბიზნესის გადარჩენის შანსებს გაზრდის. ამავე განცხადებით, ეს პროექტი ქართველი ხალხის დასახმარებლად მსოფლიო ბანკის ფართო მხარდაჭერის პროგრამის ნაწილია და მესამე საკრედიტო ოპერაციაა, რომელიც მიმართულია პანდემიის სოციალური და ეკონომიკური ზემოქმედების შერბილებისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG